ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კოალიციური ძალების შეტევის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა


დღეს ავღანეთში კოალიციური ძალების შეტევის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.

ავღანეთში მყოფი აშშ-ის სამხედროები აცხადებენ რომ კოალიციური ძალების მიერ განხორციელდა სამხედრო ოპერაციები ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში.

ფარას პროვინციაში თალიბთა ლიდერის ადგილმდებარეობის გამოვლენისას 4 მეამბოხე მოჰკლეს.ჰელმანდის პროვინციაში პატრულირებისას კოალიციური ძალებს მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებისას 10 შეიარაღებული დაჯგუფების წევრი დაიღუპა. აშშ-ი შეშფოთებულია თალიბთა გახშირებული თავდასხმების გამო და სურს სამხედრო კონტინგენტის გაზრდა ავღანეთის მომავალი არჩევნებისთვის.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის უფროსმა რობერტ გეითსმა განაცხადა,რომ შემდეგი წლის დასაწყისისთვის რეგიონში 4 საბრძოლო ბრიგადის დამატება სურთ. რობერტ გეითსი პარასკევს შეხვდა იმ 7 ქვეყნის თავდაცვის ლიდერს, რომელთაც სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში ჰყავთ.

XS
SM
MD
LG