ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კუბაში ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ფიდელ კასტროს შეხვდა


რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კუბაში ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ფიდელ კასტროს შეხვდა. როგორც რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ მედვედევმა და 82 წლის ფიდელ კასტრომ საერთაშორისო პოლიტიკა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს.

რუსეთის პრეზიდენტმა კუბის ამჟამინდელ პრეზიდენტთან რაულ კასტროსთან ერთად ასევე პატივია მიაგო კუბაში საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლს.

ისინი ასევე ეწვივნენ კუბის ეროვნული განმანთავისუფლებელი გმირის ხოსე მარტის ძეგლს და ახლად გახსნილ რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარს.

ამის ფონზე ჩეჩნეთის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ სოფელ ენგინოიში ნაპოვნია ახალგაზრდა ქალის გვამი. გასული კვირის განმავლობაში უკვე მეშვიდე გვამია ნაპოვნი ჩეჩნეთში. გამომძიებლები აცხადებენ რომ სავარაუდოდ ქალი მოკლულია ამორალური საქციელისთვის.

XS
SM
MD
LG