ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთისა და აშშ-ის კოალიციურმა ძალებმა თალიბთა მეთაური ჰაჯი იაკუბი მოჰკლეს


ავღანეთისა და აშშ-ის კოალიციურმა ძალებმა თალიბთა მეთაური ჰაჯი იაკუბი მოჰკლეს, იგი ქალის სამოსში იყო გამოწყობილი , როდესაც ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში სამხედრო ოპერაცია ტარდებოდა.

პარასკევს აშშ-ს სამხედროებმა განცხადება გააკეთეს, რომ თალიბთა მეთაური და სამი მეამბოხე ღაზნის პროვინციაში მოჰკლეს. განცხადებში ასევე ნათქვამია, რომ სამხედროების მიერ დაიკითხა რამოდენიმე ქალი, მაშინ როდესაც აღმოაჩინეს მამაკაცის გვამი ქალის სამოსში.მამაკაცი დაიღუპა კოალიციურ ძალებთან შეტაკების დროს.მოგვიანებით გვამის ომოცნობის შემდეგ დადგინდა მისი ვინაობა.

ჰაჯი იაკუბის სახელს უკავშირდება მრავალი ტერორისტული აქტი. ავღანეთის მთელს ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები ავღანელებისა და აშშ-ის კოალიციური ძალების ერთობლივი ძალისხმევით, რომლის შედეგადაც 33 თალიბი მეამბოხე მოჰკლეს.


XS
SM
MD
LG