ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდას რიგით მეორე ლიდერმა ავღანეთის მთავრობა და ამერიკული სამხედრო მისია გააკრიტიკა


ალ ყაიდას რიგით მეორე ლიდერმა აიმან ალ ზავაჰრიმ ვიდეოფირის საშუალებით ავღანეთის მთავრობა და ამერიკული სამხედრო მისია გააკრიტიკა.

ეს ვიდეო მასლა ინტერნეტში გუშინ გაჩნდა. აიმან ალ ზავაჰრი აცხადებს, რომ ავღანეთის მთავრობის მცდელობა-მოლაპარაკებები გამართოს თალიბ მეამბოხეებთან --სისუსტის ნიშანია. ნოემბრის დასაწყისში თალიბებმა უარყვეს პრეზიდენტ კარზაის წინადადება სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. ზავაჰრიმ ასევე განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო მისია აღანეთში განწირულია როგორც ავღანეთში, ისე პაკისტანის ტომებით დასახლებულ რაიონებში.

ამას გარდა, ალ ყაიდას ლიდერმა აღნიშნა, რომ ამერიკის ოდნავი წარმატება ერაყში მხოლოდ დროებითი მოვლენაა და რომ დასავლეთის სახელმწიფოები პროპაგანდას ეწევიან, როცა ალ ყაიდას მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას აბრალებენ.

XS
SM
MD
LG