ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოკლულია  თალიბთა ყოფილი სპიკერი მოჰამედ ჰანიფი


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით მოკლულია თალიბთა ყოფილი სპიკერი მოჰამედ ჰანიფი. მასთან ერთად კიდევ 3 ადამმიანი გარდაიცვალა.

ავღანურ სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა შეიარაღებულმა პირმა მოჰამედ ჰანიფი საკუთარ რეზიდენციაში მოჰკლა.

ჰანიფი 2007 წელს დაკავებული იყო ავღანეთის ძალოვნების მიერ, მაგრამ 2008 წლის დასაწყისში იგი გაანთავისუფლეს.

ქაბულში განრისხებული ბრბო ქვებს ესროდა პოლიციას და ანტი ამერიკული შეძახილებით ნატოს სამხედრო ძალების მიმართ ბრალდებებს აყენებდა დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის გამო. თავდაპირველად მიღებული ინფორმაციის თანახმად მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა როდესაც ნატოს სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მის მანქანას.

XS
SM
MD
LG