ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო და უკრაინა მზად არ არინ ნატოს წევრობისთვის


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ბრიტანეთს აქვს წინადადება, თუროგორ შეიძლება პროგრესის მიღწევა ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთანდაკავშირებით საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში. მან აღნიშნა, რომ ეს შეიძლება სულაცარ იყოს ამ ქვეყნებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება.”დროის მოცემულ მონაკვეთში არ არის საჭირო იყოს რაიმე განხილვები MAP-თანდაკავშირებით,” - განუცხადა რაისმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში 26 ნოემბერს. ”საქართველო და უკრაინა არ არიან მზად წევრობისთვის. ეს სავსებით ნათელია,” - განაგრძო მან. ”ამერიკის შეერთებული შტატების თვალსაზრისი დაფიქსირდაბუქარესტში - ჩვენ მიგვაჩნდა, რომ MAP არის გზა ქვეყნების წევრობისთვისმოსამზადებლად. თუმცა, არსებობს სხვა გზებიც ქვეყნების წევრობისთვის მოსამზადებლად. უნდა ავღნიშნო, რომ მაგალითად, პოლონეთს და ჩეხეთის რესპუბლიკას არასდროს ჰქონიათ MAP-ი.”აშშ დაჟინებით მოითხოვდა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას დეკემბერში დაგეგმილ ნატოს მინისტერიალზე, მაგრამ როგორც ჩანს, ვაშინგტონს მოუწია მისი პოზიციის შეცვლა, რადგანაც რამდენიმე ევროპული სახელმწიფო, მათ შორის გერმანია და საფრანგეთი ამის წინააღმდეგ გამოდიან.

იმავდროულად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა:თემურ იაკობაშვილი – მე ვფიქრობ, რომ დღეს მაპის მიღება, აღარ არის ჩვენი ქვეყნისთვის რელევანტური. ის, რომ დღეს მტავარ პრობლემა რუსეთ საქართველოს კონფლიქტია და არა, ტერიტორიალური მთლიანობის პორბლემა, ეს ცხადია ყველასათვის.-

საქართველოს “ნატოში” შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.

დავით დარჩიაშვილი – MAP-ი ძალიან მნიშვნელოვანი იყო აპრილში. ახლა კი რაც მოსახდენი იყო, უკვე მოხდა. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, მაგრამ ვადებზე ჯერ ძალიან ადრეა ლაპარაკი.

გიორგი ბარამაძე – ალიანსის შიგნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუ რა სახით უნდა მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია ნატოში. და ეს ამტკიცებს იმას, რომ საქართველო უკვე მზად არის ამისათვის- პრაქტიკულად მსგავს შეფასებასა და პროგნოზს აკეთებენ ქართველი ექსპერტები და ამბობენ, რომ საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით ინტეგრაცია ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში ვერ მოხერხდება. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მოგვახსენებს.

თორნიკე შარაშენიძე – მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ უნდა დაველოდოთ ახალი ადმინისტრაციის მოსვლას, რომლის მთავარი პრიორიტეტი არის ძველ ევროპასთან ძველი ურთიერთობების და ნდობის აღდგენა.- ექსპერტი კახა გოგოლაშვილი საუბრობს იმ სურთულეებზე, რომელიც ძველიდასავლური, ევროპული სახელმწიფოებისგან არის მოსალოდნელი.

კახა გოგოლაშვილი – ძალიან რთული იქნება გერმანიის და საფრანგეთის იმაში დარწმუნება, რომ საქართველოს და უკრაინას პირდაპირ მიანიჭონ ნატოს წევრობის სტატუსი, მაგრამ შეიძლება კარგი საფუძველი აღმოჩნდეს, იმისათვის, რომ სწორედ მაპზე დაითანხმონ ეს ქვეყნები.- კონდოლიზა რაისის დღევანდელი განცხადება არა მხოლოდქართული, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. “ნატოს” წევრი, სხვადასხვა ქვეყნების უფრო კონკრეტული რეაქციები დაკომენტარები, ალბათ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


XS
SM
MD
LG