ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთსა და ვენესუელას შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი


რუსეთისა და ვენესუელას ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ორ ქვეყანას შორის მიღწეულია შეთანხმება რომელიც მშვიდობიანი მიზნით ბირთვული ენრეგიის დარგში თანამშრომლობას ისახავს მიზნად. კარაკასში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფონზე კარიბის ზღვაში რუსული საზღვაო ფლოტის გემები შევა. დეკემბრის დასაწყისში გაიმართება სამხედრო წვრთნები.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ვაშინგტონი თვალყურს ადევნებს ამ სამხედრო მანევრებს, თუმცა იქვე დაამატეს რომ ამერიკის მთავრობა მეზობლად ამ სამხედრო აქტივობას საფრთხედ არ აღიქვამს.

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს რომ რუსეთი გააგრძელებს ვენესუელის იარაღით მომარაგებას. ამავე განცხადების თანახმად ეს არ არის მიმართული რომელიმე გარკვეული ქვეყნის საწინააღმდეგოდ არამედ მიზნად ისახავს მსოფლიოში ძალების დაბალანსებას.


XS
SM
MD
LG