ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუშინ ინდოეთში ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა


გუშინ ინდოეთის ფინანსურ დედაქალაქში მუმბაიში ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა სულ მცირე 101, და დაიჭრა 300 ადამიანი. ტეორისტებმა თავდასხმა განახორციელეს ქალაქის ორ დიდ სასტუმროებზე, ტაჯ-მაჰალზე და ობეროიზე. დღეს ინდოეთის პრემიერ მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა ერს მიმართა.მისი განცხადებით ინდოეთის ფინანსურ ცენტრ მუმბაიზე განხორციელებული თავდასხმა ქვეყნის გარეთ იყო დაგეგმილი. პრემიერ მინისტრს არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყანა, მაგრამ მან გააფრთხილა მეზობელი ქვეყნები რომ ინდოეთში განხორციელებული ტეორისტული თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს რომ ტეორისტული აქტი ძალიან ორგანიზებულად იყო დაგეგმილი და მსგავსი სისხლიანი თავდასხმა ქვეყანაში არ განხორციელებულა.ინდოეთის მთავრობა მომხდარს აღიქვამს რომგორც ომის გამოცხადებას, და ჩვენ ვიბრძოლებთ ისე როგორც ომში იბრძვიან.

ინდოეთის უშიშროების ძალები სასტუმროების ტეორისტებისგან გაწმენდას და მძევლების გათავისუფლებას ლამობენ. მძევლებს შორის არიან უცხოელი ტურისტებიც. თვითმხილველის თქმით ტეორირსტები ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ეძებდნენ. ტაჯმაჰალში ჭურვის აფეთქების შედეგად სასტუმროს ერთერთ ნაწილს ხანძარი გაუჩნდა. სასტუმროს ერთერთი სტუმარი რომელიც ტელეფონის საშუალებით ახერხებდა ჟურნალისტებთან ურთიერთობას ამბობს:ჩემს ოთხათან, კიბესთან სროლები ისმოდა. სასტუმროს ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად გაართვა თავი პრობლემას. გვითხრეს შუქი ჩაგვექრო, ფარდები დაგვეხურა და კარის კაკუნზე არ გვეპასუხა. მუმბაიში უმოძრაობა შეიმჩნევა, რადგანაც პოლიციის მოთხოვნით ხალხი შენობებიდან არ გამოდის. ინოდეთის საფონდო ბირჟა დაიხურა. უკანასკნელი ცნობებით მოკლულია მუმბაის ანტიტერორისტული განჯოფილების შეფი და 11 პოლიციელი.

საავადმყოფოები სავსესა დაჭრილებით. დაჭრილებს შორის არიან უცხოელებიც.


XS
SM
MD
LG