ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ამერიკაში მადლიერების დღესასწაულს ზეიმობენ


დღეს მილიონობით ამერიკელი აღნიშნავს მადლიერების დღესასწაულს. ამ დღეს ამერიკელები ტრადიციულ სადილს ამზადებენ და საღამოს ოჯახისა და მეგობრების წრეში ატარებენ.აშშ-ში ეს დღესასწაული აღინიშნება ყოველ წელს ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს. მადლიერების დღეს სუფრას აუცილებლად შემწვარი ინდაური ან ლორი, შტოშის საწებელა და გოგრის ნამცხვარი ამშვენებს.აშშ-ის კოსმოსურმა სააგანტომ ნასამ განაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელი ასტრონავტები თავის რუს კოლეგებთან ერთად აღნიშნავენ კოსმოსში ამ დღესასწაულს. სადილზე ისინი სპეცილაურად დამზადებულ ტრადიციულ კერძს მიირთმევენ.სადილთან ერთად ამერიკელები ამ დღეს ტელევიზიის საშუალებით ნიუ იორკში ყოველწლიურ მადლიერების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს უყურებენ.

XS
SM
MD
LG