ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში აშშ-ს საელჩოსთან კამიკაძე ტერორისტმა მანქანაში თავი აიფეთქა


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით დღეს ქაბულში აშშ-ს საელჩოსთან კამიკაძე ტერორისტმა მანქანაში თავი აიფეთქა.ამ ინციდენტს 4 ავღანელის სიცოცხლე შეეწირა.ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კიდევ 18 კაცი დაჭრილია ტერორისტული აქტის შედეგად.აშშ-ის საელჩოში მადლიერების დღესთან დაკავშირებით წვეულება იყო დაგეგმილი. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც დაპატიჟებული უცხოელი სტუმრები საელჩოში შედიოდნენ.როგორც ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სპიკერმა ზამარი ბაშარიმ განაცხადა ოფიციალურ პირები ვარაუდობენ რომ თავდამსხმელის სამიზნე კოალიციური ძალების ავტოკოლონა იყო. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო მომხდარი ფაქტი.

XS
SM
MD
LG