ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რობერტ გეითსი ახალ ადმინისტრაციაშიც შეინარჩუნებს პოსტს.


დღეს ცნობილი გახდა ის, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი დათანხმდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციაშიც შეინარჩუნებს პოსტს. ამერიკის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბატონი გეითსი თავდაცვის მდივნის მოვალეობას სულ მცირე კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს.

ჯერ-ჯერობით ობამას ჯგუფს ამ ფაქტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. სამოცდახუთი წლის რობერტ გეითსი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე უკვე ორი წლის განმავლობაში იმყოფება. მამა ბუშის ადმინისტრაციაში იგი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა ეკავა. ამ გადაწყვეტილების მიღებით ბარაკ ობამა ადრე დადებულ პირობას აღასრულებს და დემოკრატთა ადმინისტრაციის კაბინეტში ერთ რესპუბლიკელს მაინც შეიყვანს.

XS
SM
MD
LG