ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განკვეთი  შეამცირა


ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განკვეთი შეამცირა.

სექტემბრიდან საპროცენტო განაკვეთს უკვე მეოთხეჯერ ამცირებენ. ამის მიზანი ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებაა.

დღეს ჩინეთის სახალხო ბანკის წარმომადდდგენლის განცხადებით იგი 1%-ით ამცირებს ყოველწლიური იპოთეკური სესხის განაკვეთს.ბანკი აგრეთვე ამცირებს ფულის იმ რაოდენობას, რომელსაც ბანკი რეზერვში აკავებს.ორივე ეს ქმედება მიმართულია სესხის გაცემის გაზრდისთვის.

დღეს ევროკავშირი ახალ ეკონომიკის მასტიმულირებელ გეგმას წარადგენს, რომელიც 27 ქვეყნის კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს. გეგმა ისახავს სოციალური პროგრამების რაოდენიბის გაზრდას, გადასახადების შემცირებას და სუფთა ენერგო ტექნოლოგიების შექმნას.

გეგმის მიხედვით ეკონომიკური ზრდა 2 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს ,მისი განხორციელება დაახლოებით 260 მილიარდ დოლარს მოითხოვს. დეკემბრის შუა რიცხვებში ამ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია ევროკავშირის სამიტზე გაიმართება.


XS
SM
MD
LG