ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსამა ბინ ლადენის ყოფილი მძღოლი სალიმ  გადაყვანილ იქნა სამშობლოში -იემენში


აშშ-ის მედიის ცნობით ოსამა ბინ ლადენის ყოფილი მძღოლი სალიმ ჰამდანი, რომელიც გუანტანამოს ყურეში სამხედრო ბაზაზეა დაკავებული, გადაყვანილ იქნა სამშობლოში -იემენში.იგი ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით იყო დაკავებული.

გუანტანამოს სამხედრო მსაჯულებმა აგვისტოში ჰამდანს 5 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. მედიასთან საუბარში ამერიკელმა სამხედრო ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჰამდანისასჯელის დარჩენილ დროს იემენში მოიხდის.სალიმ ჰამდანს უფრო სერიოზული ბრალდებები, რომელიც აშშ-ში ტერორისტული აქტების კონსპირაციაში მონაწილეობა იყო, მოგვიანებით მოეხსნა.პენტაგონი არც ადასტურებს და არც უარყოფს ჰამდანის გადაყვანის ფაქტს.


XS
SM
MD
LG