ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებმა ცეცხლი გაუხსნეს მთავრობის მომხრეებს


ტაილანდში ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებმა ცეცხლი გაუხსნეს მთავრობის მომხრეებს. მოწინააღმდეგეთა ორი დაჯგუფება ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში შეეჯახა ერთმანეთს. ტაილანდის ტელევიზიის მიერ გადაცემული ვიდეომასალა აღბეჭდავს იმას, თუ როგორ ესვრიან ცეცხლსასროლ იარაღს მთავრობის მხარდამჭერებს ოპოზიციური სახალხო დემოკრატიული ალიანსის წევრები. შეჯახება აეროპორტიდან ბანგკოკში მიმავალ გზაზე მოხდა.

დემონსტრაციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი მთავრობის გადასაყენებლად საბოლოო შეტევისთვის ემზადებიან. ტაილანდის პრემიერ მინისტრი სომჩაი ვოგსავატი ქალაქის ძველ აეროპორტს აფარებს თავს, სადაც გასული აგვისტოს შემდეგ პრემიერ-მინისტრის დროებითი ოფისია გამართული. გუშინ დემონსტრანტებმა კანონმდებლებს პარლამენტის შენობაში შესასვლელი გზა გადაუკეტეს და სხდომა ჩაშალეს.


XS
SM
MD
LG