ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ევროპასა და იაპონიაში, ეკონომიკის დაღმასვლას წინასწარმეტყველებენ



ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამჟამინდელი რეცესია ყველაზე უარესია ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში. ორგანიზაცია ამერიკაში ევროპასა და იაპონიაში ეკონომიკის დაღმავალს წინასწარმეტყველებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა კლაუს შმიტ-ჰებელმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში უმუშევრობამ რვა მილიონს შეიძლება მიაღწიოს. მსოფლიო ბანკი კი აცხადებს, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდა მომავალ წელს შენელდება და ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწევს. დრეს ბანკმა იწინასწარმეტყველა, რომ მომავალ წელს ჩინეთის ეკონომიკა მხოლოდ შვიდი მთელი ხუთი მეათედი პროცენტით გაიზრდება ადრე ნაწინასწარმეტყველევი ცხრა

მთელი ოთხი მეათედის მაგივრად. მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ჩინეთი მსოფლიო კრიზისს გვერდს ვერ აუვლის, მაგრამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ეს დარტყმა შეიძლება შეამსუბუქოს.

XS
SM
MD
LG