ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ელჩი ინდოეთში  აცხადებს, რომ ამერიკა-ინდოეთის ხელშეკრულების მიღება,  ისტორიული მასშტაბის მოვლენას წარმოადგენს


შეერთებული შტატების ელჩი ინდოეთში დევიდ მალფორდი აცხადებს, რომ ამერიკა-ინდოეთის ხელშეკრულების მიღება, რომელიც ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გზით გამოყენების სფეროში თანამშრომლობას განსაზღვრავს ისტორიული მასშტაბის მოვლენას წარმოადგენს.

-ამ ხელშეკრულებას ინდოეთის მომავალი განვითარებისთვის უდიდესი დახმარების გაწევა ძალუძს ამბობს ელჩი. დელიში ინდოეთის ინდუსტრიის კონფერენციაზე დამსწრე ბატონმა მალფორდმა ასევე აღნიშნა ის, რომ მსოფლიო დონის სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ინდუსტრიის აღშენება დიდ დროს, ენერგიას, კაპიტალს, ახალ ტექნოლოგიებს, სპეციალურ შენობებს, კერძო სექტორის აქტიურობას და რეალური პოლიტიკური ნების გამოხატვას მოითხოვს. მისი თქმით ინდოეთს ესაჭიროება ისეთი სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს დიდი გეგმის დასახვას და ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით გამომუშავებას წაადგება. ინდოეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ შეერთებული შტატები სამოქალაქო ბირთვული ინდუსტრიის მშენებლობის დარგში დიდ გამოცდილებას ფლობს. ამერიკა მსოფლიოს ყველაზე დიდი ელექტროენერგიის მაწარმოებელია. ამ ენერგიის ცხრამეტ პროცენტს კი ბირთვული ელექტროსადგურები იძლევა. შეერთერბული შტატები მსოფლიოს ბირთვული ენერგიის ოცდაშვიდ პროცენტს აწარმოებს. ასევე ამერიკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველაზე მეტი ატომური რეაქტორია განლაგებული. ამერიკა ბირთვულ ენერგიას სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო იაფადაც აწარმოებს. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ეს არ იცის, ამერიკეული ბირთვული საინჟინრო კომპანიები მსოფლიო ბაზარზე ლიდერობას არვის უთმობენ. ისინი ბირთვული ტექნოლოგიების მოდერნიზაციას ახდენენ და ბირთვულ ენერგიას მსოფლიოს ყველაზე ეფექტურ და კონკურენტუნარიან ენერგიად აქცევენ. ბატონი ელჩის თქმით, ამერიკული კომპანიები განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულნი იქნებიან ინდოეთთან ბირთვული ტექნოლოგიებით ვაჭრობაში. შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი მხარს უჭერს ამერიკელთა მისიას ინდოეთში და ამერიკა-ინდოეთის ბიზნესსაბჭოსთან ერთად დელიში, ჰაიდარაბადსა და ბომბეიში მომავალი თვის დასაწყისში ჩასატარებლად დაგეგმილ ვაჭრობისადმი მიძღვნილ შეხვედრებს უხელმძღვანელებს. ამერიკის ელჩი ინდოეთში დევიდ მალფორდი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკის კერძო ინდუსტრიას ძალზე სწადია ინდოეთთან თანამშრომლობა ბირთვული ელექტროენერგიის ენერგიის მოპოვების სფეროში.

XS
SM
MD
LG