ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის ევროპაში განთავსების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე არჩეულ ბარაკ ობამას ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის ცენტრალურ ევროპაში განთავსების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ადექვატური ზომების მიღებით იმუქრება. დრეს სანქტ პეტერბურგში სიტყვით გამოსვლისას, ბატონი პუტინი ირწმუნებოდა, რომ ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემა რუსეთის სტრატეგიული პოტენციის წინააღმდეგაა მიმართული. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია პოლონეთში ათი რაკეტის, ხოლო ჩეხეთში კი რადარის განთავსებას გეგმავს. ამერიკა აცხადებს, რომ ეს სისტემა ირანისგან მომავალი საფრთხის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. მოსკოვი საპასუხოდ კალინინგრადის ოლქში აპირებს რაკეტების დადგმას.

XS
SM
MD
LG