ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების ავტოკოლონის შორიახლოს სროლა ატყდა


გუშინ ცხინვალის რეგიონის მიდამოებში მყოფი საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების ავტოკოლონის შორიახლოს სროლა ატყდა. სროლა მაშინ გაისმა, როდესაც ავტოკოლონა უკანონოდ გამართულ რუსულ საკონტროლო გამშვებ პუნქტს მიუახლოვდა. ბატონებმა სააკაშვილმა და კაჩინსკიმ სროლის ატეხვაში ბრალი რუსეთს დასდეს. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით რუსები ნამდვილად არ გაახარა ორი ლიდერის ვიზიტმა და მათ საკუთარი გულისწყრომა ამგვარად გამოავლინეს;

“მართალია მე სროლის დროს რუსული საუბარი გავიგე, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, იმაში რომ მათ სამიზნედ საპრეზიდენტო მოტოკორტეჟი ჰქონდათ ამოღებული”. განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ბატონმა კაჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ყოველგვარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინციდენტი დადგმული იყო, ტყუილს წარმოადგენს. მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ ისინი ვისაც საქართველოს გაქრობა და დამარცხება სწადია, საბოლოოდ თავაედ იწვნევენ მარცხს.

XS
SM
MD
LG