ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან საზღვრის დაკეტვას აპირებს


ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო ახალი ამბების სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირველი დეკემბრიდან ფხენიანი სამხრეთ კორეასთან სახმელეთო საზღვრის დაკეტვას და სამხრეთ კორეული ტურიზმის ალაგმვას აპირებს. ამ ინფორმაციით, ჩრდილოეთის არმია ქვეყნიდან გააძევებს ზოგ სამხრეთელ ბიზნესმენს, რომლებიც კესონგის ინდუსტრიულ პარკსა და სამთო კურორტს უძღვება.

XS
SM
MD
LG