ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელთა პრეზიდენტი ახალი არჩევნების ჩატარებას გეგმავს


პალესტინელთა პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ თუ ჰამასსა და მის მოქიშპე ფატას მოძრაობას შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება ვადამდელი არჩევნების ჩატარება იქნება აუცილებელი. ბატონი აბასის თქმით, ამ შემთხვევაში არჩევნები მომავალი წლის დასაწყისში ჩატარდება. პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა ამის შესახებ დღეს განაცხადა. გუშინ ბატონმა აბასმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე არჩეულ ბარაკ ობამას იმ არაბული სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც პალესტინელთა ტერიტორიის ოკუპაციის დასრულების სანაცვლოდ, პალესტინელთა მხრიდან ისრაელის აღიარებას ითვალისწინებს. 2002 წელს პირველად ამ წინადადებით ათეულზე მეტი ის არაბული ქვეყნები გამოვიდნენ, რომლებსაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ დამყარებული. აღსანიშნავია, რომ არაბული სამყაროდან ისრაელს მხოლოდ ეგვიპტე და იორდანია აღიარებენ.

XS
SM
MD
LG