ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება


ტაილანდში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. ბანგკოკის ქუჩემში გამოსული დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ისინი მთავრობის გადასაყენებლად საბოლოო ბრძოლისთვის იკრებენ ძალებს. ჯგუფი “დემოკრატიისთვის მებრძოლი სახალხო ალიანსის წარმომადგენლები, რომელიც გამოსვლებს ხელმძღვანელობს, ას ათასამდე ადამიანის შეკრებას მოელის. ხვალ ხალხი პარლამენტისკენ დაძვრას და სხდომის ჩაშლას გეგმავს. ტაილანდის ტელევიზიამ აჩვენა კადრები სადაც პოლიცია ბარიკადებს მართავს და დემონსტრანტების მოსაგერიებლად ემზადება. პოლიცია აცხადებს, რომ დემონსტრაციის დაშლას მშვიდობიანი მეთოდებით ეცდება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამას ვერ შესძლებენ, საქმეში სამხედროები ჩაერევიან.

XS
SM
MD
LG