ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა მომავალი ადმინისტრაციის ეკონომიკური ჯგუფის ლიდერებს დაასახელებს




ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მალე მომავალი ადმინისტრაციის ეკონომიკური ჯგუფის ლიდერებს დაასახელებს. ობამას გარდამავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის პოსტზე თიმოთი გიტნერს დაასახელებენ, ხოლო თეთრი სახლის ეკონომიკის ეროვნული საბჭოს დირექტორად კი ლორენს სამერსი დაინიშნება. გიტნერი, რომელიც ახლა ნიუ იორკის

ხაზინას განაგებს, კლინტონის ადმინისტრაციაში მსახურობდა. მისი დანიშნვის ამბის გავრცელებამ, ამერიკაში აქციების რირებულების მატებას შეუწყო ხელი. სამერსი კლინტონის ადმინისტრაციაში ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო და მსოფლიო ბანკში წამყვანი ეკონომისტის თანამდებობაც ეკავა.

XS
SM
MD
LG