ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუგაბე არ თანამშრომლობს ჰუმანიტარულ ჯგუფებთან


გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა და შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა გააუქმეს ჰუანიტარული ვიზიტი ზიმბავეში მას შემდეგ რაც რობერტ მუგაბეს მთავრობამ მათ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა.

კოფი ანანი და ჯიმი კარტერი ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტთან გრასა მაჩელთან ერთად ზიმბაბვეს დღეს უნდა ჩასულიყვნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა ქვეყანაში არსებული ქოლერის კრიზისის აღმოფხვრის გზების ძებნას.

როგორც ბატონმა ანანიმ იოჰანესბურგში განაცხადა აშკარა გახდა ის ფაქტი რომ მუგაბეს მთავრობას არ სურს ითანამშრომლოს ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფებთან. ზიმბავეს ოფიციალური პირები კი აცხადებენ რომ ანანისა და კარტერის ვიზიტი იმ მისიას ემსახურება რომელიც მხარს უჭერს მუგაბეს მთავრობის ოპოზიციას და მათ პოლიტიკას. როგორც ზიმბავეს გაზეთი ჰერალდი იტყობინება ქოლერა 10 პროვინციიდან 9 -ში სწრაფი ტემპით ვრცელდება.


XS
SM
MD
LG