ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას გარდამავალი კაბინეტი მზადებაშია


შეერთებული შტატების მედია იტყობინება რომ ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გადაწყვიტა რომ ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ტიმოტი გაისნერი ქვეყნის ხაზინის მდივნად დაასახელოს.

გაისნერი არის ცენტრალური ბანკის ერთერთი იმ ლიდერთაგანი რომელმაც შეიმუშავა შეერთებული შტატების საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკა და მიიღო ის სხვა გადაწყვეტილებები რაც ქვეყანაში ინფლაციისა და უმუშევრობის მაჩვენებლს აკონტროლებს. ობამას გარდამავალი კაბინეტის წარმომადგენლობას ოფიციალური განცხადება ამის შესახებ არ გაუკეთებიათ მაგრამ სავარაუდოდ ბატონ გაისნერს მომავალ კვირას დაასახელებენ ქვეყნის ხაზინის მდივნად.

ნიუ იორკ ტაიმსი აცხადებს რომ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი დათანხმდა დათმოს ადგილი სენატში და სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დაიკავოს. თუმცა სენატორ ჰილარი კლინტონის ოფისმა უარყო ეს ფაქტი მაგრამ იქვე დასძინა რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ობამას გარდამავალ კაბინეტთან.

ამის ფონზე ვაჭრობის მინისტრის პოსტზე სავარაუდოდ დასახელდება ნიუ მექსიკოს გუბერნატორი ბილ რიჩარდსონი, ასევე ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან.


XS
SM
MD
LG