ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიბეტი ჩინეთთან მოლაპარაკებას მართავს


ასობით ტიბეტელი დევნილი ინდოეთში შეიკრიბა დღეს. ისინი შეთანხმდნენ დალაი ლამას მაგალითისამებრ კომპრომისზე წავიდნენ და მოლაპარაკებები გამართონ ჩინეთთან.

მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ტიბეტელი დელეგატის ერთკვირიანი მოლაპარაკებები დღეს ინდოეთის ქალაქ დარამსალაში დასრულდა.მათ განაცხადეს, რომ ისინი ტიბეტის დამოუკიდებლობის ნაცვლად მის ავტონომიის მიღებაზე იბრძოლებენ.

ტიბეტის დევნილი პარლამენტის სპიკერი კარმა ჩოპელი აცხადებს, რომ შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობა თანახმაა ტიბეტის ავტონომიის მოთხოვნის.

ამასთანავე სპიკერის მოადგილის დომა ჯუარის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი ტიბეტის ავტონომიაზეც არ დათანხმდა მაშინ ისინი სრული დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებენ. ტიბეტელების სულიერი ლიდერი დალაი ლამა უკვე დიდი ხანია განიხილავს პრობლემის გადაჭრის ე.წ. შუალედურ ვარიანტს.


XS
SM
MD
LG