ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს აზიის საფონდო ბირჟების დახურვის შემდეგ აღინიშნა აქციების ფასების ზრდა


დღეს აზიის საფონდო ბირჟების დახურვის შემდეგ აღინიშნა აქციების ფასების ზრდა.მთელი დღის განმავლობაში ვაჭრობა მაჩვენებლების კლებით მიდიოდა. გუშინ აშშ-ს ბაზრებზე კვლავ აქციების ვარდნას ჰქონდა ადგილი.

იაპონიის ნიკეის აქციების ინდექსმა დღევანდელი ვაჭრობის შემდეგ მოიმატა 2,7 %-ით. სამხრეთ კორეის მაჩვენებლებმაც მოიმატა 3,7%-ით , ხოლო ჰონგ კონგის ჰანგ სენგის ინდექსმა 3%-ით აიწია. ხუთშაბათს აშშ-ის საფონდო ბირჟების მაჩვენებლებმა დაიკლო, რასაც უკავშირებენ კონგრესის გადაწყვეტილებას გადაიდოს ქვეყნის სამი უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიისთვის სესხის გაცემა.

2003 წლის შემდეგ დოუ ჯონსის მაჩვენებელი ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაიწია. ხაზინის დეპარტამენტის თავჯდომარის ჰენრი პოულსონის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას დიდი დრო დასჭირდება და ახალი მარეგულირებელი საფუძვლები ვერ განვითარდება , ვიდრე ფინანსური სიტუაცია ჯერ კიდევ გაურკვეველია.

XS
SM
MD
LG