ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მოდიფიცირებას უხდენს მოქმედების სტრატეგიას ავღანეთში


ამერიკის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი კანადაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი 7 ქვეყნის თავდაცვის სფეროს ლიდერს ხვდება, რათა ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა განიხილოს.

შვიდივე ქვეყანას ავღანეთში ჯარები ჰყავს დისლოცირებული.ამ ფონზე, ამერიკა მოდიფიცირებას უხდენს მოქმედების სტრატეგიას ავღანეთში. იქ თალიბების მიერ წარმოებული ბრძოლები განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო დროს. ამიტომაც, აშშ აპირებს ავღანეთში წლის ბოლომდე დამატებით 3500 ჯარისკაცი განალაგოს. ამ ფონზე, გაეროს უშიშროების საბჭოს დელეგაცია, რომელშიც 15 ქვეყნის წარმომადგენელი შედის ავღანეთში მიემგზვრება ერთ კვირიანი მისიით. ოფიციალური პირების განცხადებით, გაეროს დელეგაცია ავღანელ ხალხს კიდევ ერთხელ აღუთქვამს მხარდაჭერას ქვეყნის მშენებლობის საქმეში.

XS
SM
MD
LG