ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან თანამშრომლობის შეწყვეტას არ აპირებს


ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან თანამშრომლობის შეწყვეტას არ აპირებს.

ირანი აცხადებს, რომ საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან თანამშრომლობის შეწყვეტას არ აპირებს. მიუხედავად ამ განცხადებისა საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ირანის ბირთვული პროგრამის დეტალების გაცნობის საშუალებას არ აძლევენ. თუმცა ირანის ბირთვული უწყების თავკაცი მოჰამად საედი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სააგენტოს აქვს ატომური ობიექტების შემოწმების უფლება, მაგრამ მხოლოდ

ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში. საედის საერთაშორისო ატომური სააგენტოს იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, ის რომ თეირანი თავს არიდებს თანამშრომლობას. აქვე აღნიშნულია, რომ მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემოღებული სანქციებისა ირანი არ წყვეტს ურანის გამდიდრების პროცესს. აღსანიშნავია, რომ გამდიდრებული ურანი ბირთვული იარაღის შექმნის საწინდარია.

XS
SM
MD
LG