ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამამ ამერიკის  უშიშროების მდივნის პოსტზე  ჯენეტ ნაპოლიტანო დაასახელა


ბარაკ ობამამ ამერიკის შინანანი უშიშროების მდივნის პოსტზე არიზონას შტატის გუბერნატორი ჯენეტ ნაპოლიტანო დაასახელა.

ბარაკ ობამამ ამერიკის შინანანი უშიშროების მდივნის პოსტზე არიზონას სტატის გუბერნატორი ჯენეტ ნაპოლიტანო დაასახელა. ითვლება, რომ მექსიკის მოსაზღვრე არიზონაში ნაპოლიტანო წარმატებით ართმევს თავს უშიშროებისა და იმიგრაციის პრობლემებს. იგი ფედერალურ მთავრობას ქვეყნის საზღვრის უფრო ქმედითი გაკონტროლებისკენ მოუწოდებს.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ობამამ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მდივნის პოსტზე სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ტომ დეშლი დაასახელა. დეშლს ჯანდაცვის შესახებ წიგნი აქვს დაწერილი და თანაც იგი ობამას საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისი ეტაპიდან უჭერდა მხარს. ჯერ კიდევ გაურკვეველია ის დაიკავებს თუ არა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის პოსტს ობამას ყოფილი მეტოქე ჰილარი კლინტონი.

XS
SM
MD
LG