ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაძაბულობა კონფლიქტის ზონაში


დაძაბულობა კონფლიქტის ზონაში

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ზუგდიდი რაიონის სოფელ განმუხურში დღეს დილით ქართულ პოლიციასა და აფხაზურ მხარეს შორის დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში სროლები მიმდინარეობდა, იტყობინებიან რუსული და ქართული სააგენტოები. ”ინტერფაქსი” სამეგრელოს რეგიონულ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ განმუხურში ქართული პოლიციის საგუშაგოს გალის რაიონის სოფელ ფიჩორიდან გაუხსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაყუმბარმტყორცნებიდან. იმავდროულად ”ინტერფაქსი” გალში აფხაზეთის ლიდერის რუსლან ქიშმარიას სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სროლები გამოიწვია იმან, რომ ქართულმა პატრულმა აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ”შეიარაღებული შეტაკების შედეგად ქართული პატრული გაძევებული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე,”-აცხადებს ქიშმარია.

ინციდენტის შედეგად დაშავებულები არ არიან. განმუხურში ევროპელი დამკვირვებლები იმყოფებიან. ტერიტორიაზე გამნაღმველებსაც ელოდებიან. ქართული სააგანეტობის ინფრომაციის მიხედვით რუსებმა ქართულ საგუშაგოებზე თავდასხმის შემდეგ უკან დახევისას გზებზე ნაღმები ჩადეს. განმუხურში დილისთვი სსროლა შეწყდა. ოკუპანტების მძიმე ტექნიკამ ფიჩორი უკვე დატოვა.

რაიონში 5 ჯავშანტრანსპორტიორით ცოცხალი ძალა იყო შეყვანილი. ოკუპანტებმა ცეცხლი ქართველი სამართალდამცველების საგუშაგოებს გამთენიისას გაუხსნეს. პირველად რუსებმა ნაკარღალთან 112-ე რუსული საგუშაგოდან გახსნეს ცეცხლი. თავდასხმა ერთდროულად ორ ქართულ საგუშაგოზე დაიწყო.

ინტენსიური სროლა 10 წუთი გრძელდებოდა, აფხაზური მხარეარ ერიდებოდა დასახლებულ პუნქტებს, ისროდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ავტომატის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნით, ნასროლია მუხებითა და ჰაუბიცებით, დაზიანებულია ერთი სახლი. დაჭრილები არ არიან. სკოლაში შეწყვეტილია სწავლა. მოსახლეობა აცხადებს, რომ რუსებმა დაგეგმილი თავდასხმა წუხელ დაიწყეს და ტექნიკაც ამ პერიოდში შემოიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსები ენგურსგაღმა ქართული სოფლების ხელახალ დაპყრობას გეგმავენ.

სოფელი განმუხურის მცხოვრებნი აცხადებენ. ასევე ქართული სააგენტოების ინფორმაციის მიხედვით რეგიონში შექმნილი ვითარების გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია გალის რაიონშიც. რუსი სამხედროები აიძულებენ პედაგოგებს სწავლა მოსკოვიდან გამოგზავნილი რუსული წიგნებით განაგრძონ. ოკუპანტები საგუშაგოებზე ჩხრეკენ მოსწავლეებს და ხშირად შეურაცხოფას აყენებენ. ''რუსი ოკუპანტები სკოლა-სკოლა დაატარებენ იმ სახელმძღვანელოებს, რომელიც მოსკოვის მერიამ გამოაგზავნა რეგიონში და აიძულებენ ჩვენს პედაგოგებს ამ სახელმძღვანელოებით აწარმოონ სასწავლო პროცესი. ისინი ჩხრეკენ მოსწავლეებს ბლოკ-საგუშაგოებზე და ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ მაღალი კლასების მოსწავლე გოგონებს,' აცხადებს ალექსანდრე აპლაკოვი, აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრი. კომენტარი მომხდართან დაკავშირებით განათლების მინისტრმაც გააკეთა. გია ნოდიას თქმით, განათლების სამინისტრო იძულებულია შეაჩეროს სასწავლო პროცესი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით. მინისტრი იმედოვნებს, რომ სასწავლო პროცესი უახლოეს მომავალში აღდგება.

XS
SM
MD
LG