ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდა, მარცხით დასრულდება


ალ ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი აიმან ზავაჰრი აცხადებს, რომ ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდა, მარცხით დასრულდება.

ალ ყაიდას ლიდერის მოადგილემ აიმან ზავაჰრიმ განაცხადა, რომ ბარაკ ობამას მიერ, ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილების მიღება, მარცხით დასრულდება. დღეს ზავაჰრის აუდიო ჩანაწერი ინტერნეტის ვებ გვერდზე განათავსეს. ზავაჰრი ასევე აცხადებს, რომ ობამა ნდობას არ იმსახურებს. ბარაკ ობამას ავღანეთში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის გაფართოება სურს. პენტაგონმა უკვე დაიწყო ერაყიდან ჯარის გამოყვანისთვის და ავღანეთში სამხედრო ოპერაციების გაფართოებისთვის მზადება.

XS
SM
MD
LG