ბატონმა ელჩმა თავის მოსაზრება გაგვიზიარა იმის თაობაზე თუ როგორი სახით გაგრძელდება მომავალში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა. ამერიკის ახალი პრეზიდენტისა და ახალი ადმინისტრაციისაგან ექნება თუ არა საქართველოს ისეთივე ძლიერი მხარდაჭერა როგორიც ბუშის ადმინისტრაციისაგან ჰქონდა.
-“ჩემის აზრით აწმყო პოლიტიკა გაგრძელდება. ჩვეულებრივ ყოველ ახალ ადმინისტრაციას თან მოაქვს პრიორიტეტების ახალი სია, მაგრამ საქართველო ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ყოველთვის მხარს უჭერდნენ როგორც რესპუბლიკური ასევე დემოკრატიული ადმინისტრაციები. როგორც რუსეთის აგრესიის მსხვერპლს, საქართველოს კვლავაც ექნება აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა . ომის შემდგომ პერიდში საქართველისადმი ამერიკის თანადგომა იმაშიც გამოიხატა, რომ საქართველოს ესტუმრნენ ისეთი ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან სენატორები ბაიდენი, ლიბერმანი, გრემი, კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯ მილერი და ასე შემდეგ. მათ დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატეს საქართველოს მიმართ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ობამას ადმინისტრაცია უთუოდ გააგრძელებს ისეთივე მხარდაჭერას საქარველოსადმი, როგორც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო. “
კითხვას თუ რა უნდა იღონოს საერთაშორისო საზოგადოებრიობამ იმისათვის, რომ რუსეთმა კვლავაც არ მიმართოს მსგავს აგრესიას მომავალში ბატონმა ელჩმა უპასუხა:
-„ჩვენ მივაღწიეთ კონფლიქტის მოგვარებას და ახლა აქტიურად ვართ ჩართულნი არა მარტო ამ აგრესიის მსხვერპლთა ბედის შემსუბუქების საქმიანობაში არამედ ჟენევის პროცესშიც. მოგეხსენებათ რომ ჩვენ იმ ჯგუფის წევრები ვართ რომელიც მიმდინარე თვის 18 რიცხვში იკრიბება და რომელსაც სათავეში ელჩი ჯონ მორელი უდგას. იქვე იქნება აშშ-ს სახ.მდივნის თანაშემწე დენ ფრიდი ისევე როგორც მისი მოადგილე მეტ ბრაიზა.ჩვენ ძალზე სერიოზულად აღვიქვამთ ამ საკითხს და ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე რომ ამ პროცესმა წინ წაიწიოს და კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდეს.რა დასამალია და ჩვენ აზრთა დიდი სხვაობა გაგვაჩნია რუსეთთან რის თაობაზე არა ერთხელ გავაკეთეთ საჯარო განცხადებები. ასე რომ დარწმუნებული ვარ ახალი ადმინისტრაცია გააგრძელებს ბუშის ადმინისტრაციის გეზს ამ საკითხში.“
ჯონ ტეფტმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის პროგნოზირებაზე თავი შეიკავა:
- „შეხვედრა დეკემბრისთვისაა დანიშნული.მე ერთი კარგი რამ ვისწავლე დიდი ხნის წინ, სახელდობრ როდესაც ლიტვაში აშშ-ს ელჩად ვმუშაობდი-არასოდეს არ შეეცადო რაიმეს პროგნოზირებას რაც ნატოს შეეხება. არც ახლა ვუღალატებ ამ პრინციპს.ვნახოთ რით დამთავრდება ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.აშშ-ის პოზიცია იმაში მდგომარეობს რომ ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსადმი MAP-ის პროგრამის მინიჭებას.“