ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს აშშ-ის  ავტოწარმოების სამი მთავარი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კვლავ კონგრესში შეიკრიბება


დღეს აშშ-ის ავტოწარმოების სამი მთავარი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კვლავ კონგრესში შეიკრიბება.

ისინი მოითხოვენ მთავრობისგან 25 მილიარდიან სესხს, რომელიც დაეხმარება მათ კრიზისიდან გამოსასვლელად, ჯენერალ მოტორსის, ფორდის და კრაისლერის დირექტორები დღეს გამოვლენ წარმომადგენლობითი პალატის წინაშე. ისინი გააცნობენ კანონმდებლებს კომპანიების სავალალო მდგომარეობის შესახებ. სამეულმა გუშინდელ მოსმენაზე განაცხადა, რომ ამ კომპანიების ბსანკროოტი კატაასტროფულ შედეგებს გამოიღებს ქვეყნის ეკონომიკისთვის.ბანკროტის შემთხვევაში ასიათასობით ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილებს. სენატორთაგან ზოგიერთი სკეპტიკურადაა განწყობილი ამ საკითხის მიმართ და თვლის, რომ ავტოინდუსტრიის საფინანსო სირთულეები მათი ბრალია. დემოკრატი კონგრესმენები თვლიან რომ ავტომწარმოებლებს თანხა უნდა გამოეყოთ მანამდე 700 მილიარდი დოლარის ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტიდან. რესპუბლიკელები და ბუში კი ამის წინააღმდეგნი არიან .

XS
SM
MD
LG