ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივნის პოსტზეა ნომინირებული


სენატორი ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივნის პოსტზეა ნომინირებული. აშშ-ის მედია აცხადებს, რომ ამის გამო ეთიკის კომისია განიხილავს ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის საქმიანობასაც.

უოლ სტრიტ ჯორნალში დღეს გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ბილ კლინტონი თანახმაა მისი ჰუმანიტარული და ბიზნეს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ამ კომისიის წინაშე წარდგენაზე. იგი აგრეთვე თანახმაა გამოქვეყნდეს იმ მთავარ დონორთა სახელები , რომლებიც მის ჰუმანიტარულ პროექტებს აფინანსებენ. ბილ კლინტონი აგრეთვე ობამას ადმინისტრაციიდან აიღებს ნებართვას, სანამ დათანხმდება რაიმე სახის საზღაურის აღებაზე თავის გამოსვლებში.

ობამა ჰილარი კლინტონს მთავარ კანდიდატურად თვლის სახელმწიფო მდივნის პოსტზე. ახლადარჩეული პრეზიდენტის გუნდს უნდა დარწმუნება იმაში რომ ეს თანამდებობა არ შევა ინტერესთა კონფლიქტში ახალ ადმინისტრაციასთან

XS
SM
MD
LG