ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ სტივენსმა არჩევნებში მარცხი განიცადა


ალასკის შტატის წარმომადგენელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ სტივენსმა არჩევნებში მარცხი განიცადა.

ალასკის შტატის წარმომადგენელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ სტივენსმა, რომელსაც გასულ თვეს კორუფციაში დასდეს ბრალი არჩევნებში მარცხი განიცადა. 4 ნოემბერს ჩატარებული საკონგრესო არჩევნების დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მისმა მოქიშპემ დემოკრატმა მარკ ბეგიჩმა სამი ათას შვიდასი ხმით გაიმარჯვა. ოთხმოცდახუთი წლის სტივენსს ბრალი ედება ნავთობის მეწარმეებისგან საჩუქრების აღების დაფარვის მცდელობაში.

სტივენსი ახლაც ამტკიცებს, რომ მას საძრახისი არაფერი ჩაუდენია. ტედ სტივენსი სენატორის პოსტზე პირველად 1968 წელს აირჩიეს, ეს სენატის ისტორიაში რესპუბლიკელთა შორის ყველაზე ხანგრძლივი კარიერაა. სტივენსის მარცხი სენატის დემოკრატიულ უმრავლესობას კიდევ უფრო აძლიერებს. ახლა დემოკრატები სენატის ასი ადგილიდან ორმოცდათვრამეტს აკონტროლებენ. სამოცი ხმის დაგროვების შემთხვევაში კი მათ რესპუბლიკელთა თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობას გატეხვა ძალუძთ.


XS
SM
MD
LG