ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა   პირისპირ შეხვდა მაკკეინს


ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა საპრეზიდენტო მეტოქემ ჯონ მაკკეინმა პირობა დადეს, რომ ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და კრიტიკული პრობლემების გადალახვის საქმეში.

ორშაბათს ბარაკ ობამა პირისპირ შეხვდა მაკკეინს მას მერე, რაც მან არიზონელი სენატორი ოთხი ნოემბრის არჩევნებში დაამარცხა. საუბრის დროს ბარაკ ობამა და ჯონ მაკკეინი შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში რეფორმის ხანა უნდა დაიწყოს.

აგრეთვე აღნიშნეს, რომ საჭიროა ვაშინგტონში ორმხრივი თანამშრომლობა დამყარდეს იმ მიზნით, რომ ქვეყანაში მთავრობის მიმართ დაკარგული ნდობა აღდგეს და ამერიკელებს კეთილდღეობისა და უკეთესი ცხოვრების იმედი დაუბრუნდეთ.

XS
SM
MD
LG