ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ამნისტიამ  სპეციალური მოხსენება გამოაქვეყნა


რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ ა"საერთაშორისო ამნისტიამ" სპეციალური მოხსენება გამოაქვეყნა რომელიც ორივე მხარის მოქმედების გამოძიებას მოითხოვს აგვისტოში მომხდარი საომარი კონფლიქტის დროს.როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მენდი კლარკი ლონდონიდან იტყობინება "საერთაშორისო ამნისტიამ" ორივე მხარე დაადანაშაულა ადამიანის უფლებათა დარღვევებში. ამ მოხსენების თანახმად უნდა გამოიძიონ როგორც ქართული ისე რუსული შეაირაღებული ძალების, ასევე ოსური ფორმირებების მიერ ომის დანაშაულებებში მონაწილეობის საკითხები.

"საერთაშორისო ამნისტიის" წარმომადგენელის ჯონ დალჰიუსენის განცხადებით:“ კონფლიქტის რეგიონში ჩვენი მოგზაურობის დროს ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა ცხინვალზე ქართული ჯარის უწესრიგო შეტევის და ამის საპასუხოდ რუსეთის არმიის მოქმედების სავალალო სურათი. საერთაშორისო ამნისტია ასევე შეშფოთებულია საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ ოსური ფორმირებების მიერ მოწყობილი ძარცვა- გლეჯის გამო.“ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ სააკაშვილმა სეპარტატისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო რაზეც რუსეთმა საქართველოში შეჭრით უპასუხა. ბატონი დალჰიუსენის განცხადებით:“ ჩვენ რეკომენდაცია მივეცით ჟენევის კონვენციის ფარგლებში გამოიძიონ საქართველოს და რუსეთის მხარის მოქმდება ამ ომის დროს.“

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ომის დროს ორივე მხარე იყენებდა კასეტურ ბომბებს, რომელთა ნაწილი არ აფეთქდა რაც საფრთხეს უქმნის ამ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს.საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების განცხადებით 20 ათასამდე ქართველი გამოაძევეს თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან ცხინვალის რეგიონში რომელთაც უახლოეს მომავალში უკან დაბრუნების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ.





XS
SM
MD
LG