ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ელჩი ერაყში, ახლად მიღებულ უშიშროებისადმი მიძღვნილ ხელშეკრულებას ისტორიულს უწოდებს


შეერთებული შტატების ელჩი ერაყში, ახლად მიღებულ უშიშროებისადმი მიძღვნილ ხელშეკრულებას ისტორიულს უწოდებს.

შეერთებული შტატების ელჩი ერაყში რაიან კროკერი, ერაყის მინისტრთა კაბინეტის მიერ ახლად მიღებულ უშიშროებისადმი მიძღვნილ ხელშეკრულებას ისტორიულს უწოდებს. ამ პაქტის მიხედვით, ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ერაყში დისლოცირების ვადა ხანგრძლივდება. დღეს ხელშეკრულებას ხელი ბატონმა კროკერმა და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ მოაწერეს. კროკერის თქმით პაქტის მიღება ძალზე მნიშვნელოვან მოვლენას წარნმოადგენს. ხელშეკრულება, რომელიც ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ერაყში დისლოცირების ვადას 2011 წლამდე ახანგრძლივებს გუშინ ერაყის მინისტრთა კაბინეტმა თითქმის ერთხმად მოიწონა. მას კაბინეტის ოცდარვა მინისტრიდან ოცდაშვიდმა დაუჭირა მხარი. ერაყის პარლამენტის სპიკერის თქმით, ქვეყნის კანონმდებლები ხელშეკრულებას 24 ნოემბერს უყრიან კენჭს. პარლამენტის მიერ პაქტის მიღების შემთხვევაში ერაყის მთავრობა ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებულ ამერიკელების ყველა სამხედრო ოპერაციას გააკონტორლებს.

XS
SM
MD
LG