ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა


საქართველოს დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა.

საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით დძღეს დილით ჟენევაში გაემგზავრა საქართველო-რუსეთის კრიზისის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ლეგიტიმური მთავრობების ხელმძრვანელები მალხაზ აქიშბაია და დიმიტრი სანაკოევი. ქართული მხარის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი თემა

იქნება ახალგორი, პერევი, კოდორი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. თბილისის მტავარი მოთხოვნა ჟენევის მოლაპარაკებებზე საოკუპაციო ჯარების საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტით ჩანაცვლება იქნება.ჟენევის მოლაპარაკებების წინ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე ისეთივე სრულუფლებიანი წარმომადგენელი იქნებიან , როგორც

საქართველო და რუსეთი...

რა მოლოდინი აქვს ჟენევის მოლაპარაკებებიდან თბილისს? აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა : ” - პირველ რიგში ველოდები პროცესის განახლებას, გამოინახოს ისეთი რეგლამენტი ერთობლივი საქმიანობის, სადაც მხარეები დასხდებიან, საფუძველს ცაუყრიან იმ ურთულეს პრობლემის დაძლევის გზებს.”

XS
SM
MD
LG