ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპატიმრებულია ბასკთა ტერორისტული ჯგუფის ეტას სამხედრო ლიდერი


საფრანგეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაპატიმრებულია ბასკთა ტერორისტული ჯგუფის ეტას სამხედრო ლიდერი.

საფრანგეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის საზღვრის მიდამოებში დაპატიმრებულია ბასკთა ტერორისტული ჯგუფის ეტას სამხედრო ლიდერი. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიშელ ალიოტ-მარიმ განაცხადა, რომ “ჩეროკის” ზედმეტსახელით ცნობილი გარიკოიც ასპიაზუ რუბინა დღეს დააკავეს პირენეის ქედის მიდამოებში. საფრანგეთის პოლიცია ეწვობს, რომ ასპიაზუ პირდაპირ იყო ჩართული გასულ წელს განხორციელებულ იმ ტერაქტში, რომელსაც ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორმოცი წლის არსებობის განმავლობაში ეტას მიერ მოწყობილი ტერაქტების შედეგად რვაას ოცი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG