ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის  შემდეგ  უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ორ ნაწილად გაიხლიჩა


1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ორ ნაწილად გაიხლიჩა;

ოფიციალური -მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებული და სქიზმატური-უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესია. ორივე ეკლესიას მილიონობით მიმდევარი ჰყავს რაც უკრაინაში ასევე პოლიტიკური დაძაბულობის საბაბიც ხდება.

კიევში წმინდა მიქაელის ეკლესია რომელიც 1930 წელს საბჭოთა კავშირის დროს დაანგრიეს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კვლავ აღადგინეს. ტაძარში მრევლი უკრაინის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს და რუსეთს ეჭვის თვალით უყურებს. ერთერთი მათგანი, პროფესიით ვექილი ანდრეი რომელიც ბერძენი კათოლიკია და სწორედ ამ ეკლესიაში დადის ამბობს:

მე მოსკოვის საპატრიარქოს აღვიქვამ როგორც ორგანიზაციას რომელიც ნამდვილად არ ასრულებს რელიგიურ ფუნქციებს. ეს არის რუსული მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ორგანიზაცია. უკრაინაში ყველა ანტი-უკრაინული მოძრაობა ყოველთვის მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ არის მხარდაჭერილი. ცდ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი არქიმანდრიტი კირილე ჰოვორუნი აცხადებს რომ ეკლესიის ლიდერებმა იციან უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ და იქვე დაამატა რომ ეკლესიას სურს გააერთიანოს ორად დაყოფილი ერი.

ჩვენ გვინდა რომ დავნერგოთ ისეთი საეკლესიო პოლიტიკა რომელიც არცერთ მხარეს არ გააღიზიანებს. და საბოლოო ჯამში ორად გახლეჩილი ეკლესია ერთ ეკლესიად ჩამოვაყალიბოთ. ცდ ჰოვორუნი აცხადებს რომ მილიონობით ადამიანი რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი უკრანის მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის არ უნდა იყვნენ აღქმული როგორც რუსები. ტურისტული აგენტი ნადეჟდა რომელიც მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებულ ეკლესიაში დადის აცხადებს: ეს ეკლესია ჩვენ წინაპრებმა გადმოგვცეს და და ვერ გამირკვევია რატომ უნდა შევცვალოთ რამე. აქვე მინდა დავამატო რომ ეს ეკლესია წარმოადგენს ორი მოძმე ქვეყნის რუსეთისა და უკრაინის კავშირს.

ჩვენ ეკლესია გვაერთიანებს და ეს არ უნდა გახდეს მიზეზი ჩვენი დანაწევრებისა. ღმერთი ერთია. ცდ კიევის საპატრიარქოს წარმომადგენლებს გათვითცნობიერებული აქვთ მოსკოვის საპატრიარქოს ზოგი მღვდელმსახურის ძალისხმევა ცალკეული უკრაინული ეკელსიის ჩამოყალიბების თაობაზე. კიევის საპატრიარქოს ეპისკოპოსი ევსტატე აცხადებს რომ უკრაინის ეკლესია არ უნდა ფუნქციონირებდეს რუსეთის დაქვემდებარების გარეშე. როდესაც ერთი ქვეყნის ეკლესია მეორე ქვეყნის დაქვემდებარების ქვეშაა, და როდესაც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბულია, რაღა თქმაუნდა იქ ყოველთვის ღვივდება ამ სიტუაციის პოლიტიკური ხრიკებისთვის გამოყენების ცდუნება. სწორედ ეს მდგომარეობაა ამჟამად უკრაინაში. ცდ აღსანიშნავია რომ კიევში მოსკოვის საპატრიარქოს შტაბბინა უკრაინის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ივანე მაზეპას სახელობის ქუჩაზეა.

რუსეთში მაზეპას დღემდე როგორც მაზეპა მოღალატეს მოიხსენიებენ. როგორც იცით რუსეთის ეკლესიის ისტორიაში მრავლადაა ფაქტები პოლიტიკური მიზნებისათვის საეკლესიო ანათემების გამოყენებისა, სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის ანათემას გადასცეს ასევე ივანე მაზეპა რომელიც 1709 წელს რუსეთის მეფეს პეტრე დიდს განუდგა.


XS
SM
MD
LG