ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასვლური პრესაში კვირის განმავლობაში საქართველოს თემაზე გამოქვეყნებული მასალების დაიჯესტსი


გაზეთ ვაშინგტონ პოსტის სტატიაში რომლის სათაურია „მედვედევი ობამასთან კეთილმეგუბრულ ურთიერთობას არ გამორიცხავს“ წერია, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევამ შესაძლოა გამოასწოროს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული დაძაბულობა. ამის შესახებ განცხადება ხუთშაბათს დიმიტრი მედვედევმა კანში გააკეთა. კანში გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა შეცვალა თავისი აგრესიული ტონი და მომავლი ურთიერთობების პერსპექტივაზე ისაუბრა. თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ ბარაკ ობამას დიდი სირთულეები დახვდება, როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ ასპექტში.სიტუაცია მსოფლიოში დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე თუ როგორ გაუმკლავდება ახალი ადმინისტრაცია ამ პრობლემებს.

მე მას წარმატებებს ვუსურვებ“. გაანაცხადა მედვედევმა. აშშ-ი შეშფოთებულია ბარაკ ობამას გამარჯვების მეორე დღეს პრეზიდენტ მედვედევის აგრესიული განცხადების გამო. რუსეთი დაემუქრა ამერიკას, რომ მოსკოვი ამერიკის მიერ პოლონეთსა და ჩეხეთში ჰაერსაწინღო რაკეტების განთავსების საპსაუხოდ კალინინგრადში, ნატოს საზღვართან ტაქტიკურ სამიზნე რაკეტებს განალაგებს. საფრანგეთში მიმდინარე სამიტი გზას გაუხსნის მოლაპარაკებების განახლებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო შეწყდა.

ინტერნეტ გამოცემა ევრაზიანეტი წერს, რომ აგვისტოში მომხდარმა მოვლენებმა თილისის მიერ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის შერიგების მცდელობა დაანგრია. ძირითად ინსტრუმენტს ამ ძალისხმევაში წარმოადგენდა დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაცია, რომელსაც ოფიციალური თბილისი უჭერს მხარს. ამჟამად სანაკოევის ალტერნატიული მთავრობის საკითხი ჰაერშია.სანაკოევი ომის შემდეგ არ დაბრუნებულა ქურთაში. საკითხი დაბრუნდება თუ არა იგი ქურთაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. კონფლიქტის დროს დიმიტრი სანაკოევმა განაცხადა, რომ მისი ძალისხმევა იძულებით ადგილნაცვალ პირთა დახმარებისკენაა მიმართული.60 000-მდე ლტოლვილის განსახლებას სანაკოევის ადმინისტრაცია, საქრთველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით აპირებს.

სანაკოევის ზოგიერთი თანამოაზრის და აგრეთვე ზოგიერთი ქართველი ექსპერტის თქმით ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა.სანაკოევის მთავრობის წევრის ურუზმაგ ქარქუსოვის განცხადებით მათ ადმინისტრაციას არ გააჩნდა საკმარისი ძალაუფლება, რათა თავისი მანდატით დაკისრებული ვალდებულებები შეესრულებინა. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გასაღები ქურთასა და ცხინვალში არაა, იგი თბილისშია განაცხადა ქარქუსოვმა.

თბილისის კონფლიქტის გადაჭრის საერთაშორისო ცენტრის დამაარსებლის გიორგი ხუციშვილის განცხადებით საქართველოს მთავრობამ ამ პროექტის განხორციელებაში საკმარისი ძალისხმევა არ გამიოჩინა. პროექტი თავის საწყის ფაზაში იმედისმომცემი იყო რეგიონის განვითარებისა და ოსური მოსახლეობისთვის ალტერნატიული სისტემის შექმნის მხრივ. მაგრამ ომამდე უკვე შეიმჩნეოდა მთავრობის ძალისხმევის შემცირება, რამაც გამოიწვია პროექტის ნგრევა. ამჟამად ნათელი არაა რა როლი ექნება სანაკოევსა და მის ადმინისტრაციას ომის შემდეგ.

გაზეთ ნიუ იორკ თაიმსის გვერდბზე გამოქვეყნდა სტატია თბილისში გამართული 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის შესახებ.ხალხი ქუჩებში გამოვიდა რათა დაეფიქსირებინა თავისი უკმაყოფილება სააკაშვილის მთავრობის მიერ წარმოებული ომისა და საერთო ეკონომიკური მდგომარეობის გამო. ოპოზიცია საქართველოს მთავრობას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს და გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ამ აქციას არ ესწრებოდა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ნინო ბურჯანაძის ჩათვლით. “არა მგონია ოპოზიციამ შტურმით აიღოს პრზიდენტის კანცელარია ან პარლამენტი, რათა სააკაშვიილის მთავრობა დაამხოს“განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პოფესორმა ლინკოლნ მიტჩელმა.

პრეზიდენტნმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ 7 ნოემბერი მისთვის და მთავრობისთვის დიდი გაკვეთილი იყო, ამ მოვლენებმა აჩვენა , რომ მთავრობამ უნდა უსმინოს თავის ხალხს . აუცცილებელია დიალოგი. წერს ნიუ იორკ თაიმსი.

და ბოლოს ქართული ხელოვნება და კულტურა საზღვარგარეთ. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოფენა გახსნა ფიტცუილიამის მუზეუმში კემბრიჯში. გამოფენაზე წარმოდგენილია ვანის გათხრების დროს აღმოჩენილი სამკაულები და ძვირფასი ექსპონატები რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5 და პირველ საუკუნეებითაა დათარიღებული.

წარმოდგენილი მასალები საგამოფენო კატალოგში პირველადაა დეტალურად აღწერილი ინგლისურ ენაზე. გამოფენა კემბრიჯში 4 იანვრამდე გაგრძელდება საიდანაც იგი საბერძნეთში გადაინაცვლებს, შემდეგ კი ლოს ანჯელესის ჯონ პოლ გეტის მუზეუმში გადავა. გვამცნობს ჟურნალ ეკონომისტი. პრესს დაიჯესტი თქვენთვის მოამზადა ლიკა გორგილაძემ


XS
SM
MD
LG