ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ეკონომიკის გადასარჩენად  კონგრესს სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს


აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეკონომიკის გადასარჩენად კონგრესს სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

დღეს ბარაკ ობამამ დემოკრატთა ყოველკვირეულ რადიოგამოსვლაში განცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ კონგრესი უმოკლეს ვადაში არ დაამტკიცებს ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის გეგმას, იანვარში თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ მთავარი ამოცანა ფინანსური კრიზისის დაძლევა იქნება. ეკონომიკის მასტიმულირებელმა გეგმამ უნდა შექმნას

ახალი სამუშაო ადგილები, მოხსნას დაძაბულობა მოსახლეობაში და ააღორძინოს ეკონომიკა. მომავალი პრეზიდენტი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის რომ სწორი პოლიტიკა და თავდადებით მუშაობა შექმნილი ვითარებიდან გამოიყვანს ქვეყანას.

ობამას მოწონება დაიმსახურა მსოფლიო ლიდერების ვაშინგტონში სტუმრობამ, რომლებიც ერთიანი ძალისხმევით გლობალური კრიზისის დაძლევის გზებს განიხილავენ.


XS
SM
MD
LG