ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა  პაკისტანისთვის  7,6 მილიარდი დოლარის სესხის გამოყოფაზე


პაკისტანის ფინანსთა მინისტრის განცხადებით , საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა პაკისტანისთვის 7,6 მილიარდი დოლარის სესხის გამოყოფაზე . გამოყოფილი ფინანსები მიმართული იქნება პაკისტანის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის.

პაკისტანის მთავრობის უფროსი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში შაუკატ ტარინი აცხადებს, რომ ეს სესხი პაკისტანის დაეხმარება უცხოური ვალის დაფარვაში. დღეს კარაჩიში შაუკატ ტარინმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ოფოციალურად სესხის მიღებაზე განაცხადს შემდეგ კვირას შეიტანს, მაგრამ სავალუტო ფონდის თანხმობა უკვე მიღებულია.მისივე განცხადებით გამოყოფილი სესხის ნაწილს პაკისტანი წელს მიიღებს.


XS
SM
MD
LG