ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს შეაჩერონ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემების განლაგება


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს შეაჩერონ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემების განლაგება მანამ სანამ უსაფრთხოების საკითხებში მოლაპარაკებები არ ჩატარდება, რომელიც სავარაუდოდ 2009 წლისთვის არის დაგეგმილი.

ნიცაში ჩატარებული ევროკავშირი-რუსეთის კონფერენციის შემდეგ ბატონმა სარკოზიმ განაცხადა რომ რუსეთი დათანხმდა მოლაპარაკებაზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ასთან თანამშრომლობის ფარგლებში. შეგახსენებთ რომ ამ ორგანიზაციის წევრები არიან შეერთებული შტატებიც და რუსეთიც.

სარკოზიმ დაგმო შეერთებული შტატების გეგმა პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგების თაობაზე. მისი განცხადებით ეს გეგმა ევროპას უსაფრთხოებას ვერ მოუტანს. მან ასევე გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი კალინინგრადში მცირე რადიუსში მოქმედების რაკეტების განლაგების თაობაზე.

ჩეხეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ვონდრამ ბატონ სარკოზის შენიშვნებს უადგილო უწოდა და განაცხადა რომ კონფერენციაზე არ იყო დაგეგმილი ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემების განლაგების საკითხი.


XS
SM
MD
LG