ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი ევროკავშირს დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფაში ადანაშაულებს


თბილისი ევროკავშირს დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფაში ადანაშაულებს !

საფრანგეთში, ნიცაში რუსეთ-საქართველოს სამიტი გაიხსნა, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო იქნება. წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი-ქვეყნები რუსეთს არებული ვალდებულებების შესრულებას მოსთხოვენ. თავად ფაქტმა, რუსეთ-ევროკავშირის სამიტმა საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია : ნაწილი მიიჩნევს ევროპის უკანდახევას რუსეთის წინაშე, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ევროპას რუსეთისგან აღებული ვალდებულებების შესრულება მხოლოდ დიალოგის გზით შეუძლია, მათ შორისაა ექსპერტი ნიკა ჩიტაძე.

- ჯერ კიდევ ნიცის სამიტის დაწყებამდე აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამაოგნებელი ინფორმაცია გავრცელდა. ფრანგი დიპლომატები იხსენებენ, რომ 12 აგვისტოს სარკოზისა და მედვედევის შეხვედრის დროს ფრანგულ სპეცსამსახურებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ თბილისზე რუსეთის შეტევა გადაწყვეტილი იყო. ამ ინფორმაციის თანახმად რუსეთის პრემიერმა ვლ.პუტინმა სარკოზის უთხრა, რომ სააკაშვილს ჩამოახრჩობდა, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტი შეეწინააღმდეგა. ამაზე პუტინს სარკოზისთვის სადამ ჰუსეინის ”ცამოკიდება” გაუხსენებია...

ახლა კი კვლავ ნიცის სამიტს დავუბრუნდეთ. საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის, გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით იგი ვერ ხედავს, რომ დემოკრატიის პრინციპებზე ვინმე ზრუნავდეს ევროკავშირიდან. - ” ის სიტყვები და ის ფრაზები, რომელიც ჩვენ ბოლო ხანს მუდმივად გვესმოდა, მხოლოდ სიტყვებად დარჩა, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ევროპამ გადაწყვიტა რუსეთთან კეთილმეზობლური ხელშეკრულების გაფორმება და ძალიან სწრაფად და მარტივად დაივიწყა ის, რაც მოხდა საქართველოში. როგორც ჩანს, ჩვენ ისევ მარტო მოგვიწევს ბრძოლა, როგორც ეს ჩვენი ისტორიის მანძილზე ხდებოდა”...

XS
SM
MD
LG