ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები გლობალური ფინანსური კრიზისის განსახილველად იკრიბებიან


ვაშინგტონში მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები გლობალური ფინანსური კრიზისის განსახილველად იკრიბებიან.ამ ფონზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების განცხადებით, ის ქვეყნები, სადაც ევრო მოქმედებს ფულის ერთეულად, რეცესიას განიცდიან.

ევროკავშირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ევროზონის ტერიტორიაზე ბოლო თვეების მანძილზე შემცირდა ეკონომიკური ზრდა. ასეთივე დაბალი იყო ეკონომიკური აქტივობა მანამდეც. გერმანიისა და იტალიის განცხადებით, ისინი ამჟამად რეცესიას განიცდიან და ესპანეთისა და ირლანდიის მსგავს პირობებში იმყოფებიან. თუმცა ამ დროს საფრანგეთმა გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც ნაჩვენებია, რომ ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში პატარა პროცენტით გაიზარდა ბოლო კვარტლის მანძილზე. ჰონგ კონგის განცხადებით, ეკონომიკურმა ზრდამ იქაც იკლო. და ბოლოს, მსოფლიოს 20 ქვეყნის წარმომადგენლები ვაშინგტონში იკრიბებიან ფინანსური კრიზისის ირგვლივ მოლაპარაკებების გასამართად.

ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სტუმრად ჩამოსულ ლიდერებს თეთრ სახლში უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG