ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კოალიციის ძალები აცხადებენ, რომ მოკლულია ალ ყაიდასთან დაკავშირებული ოთხი მეამბოხე. 


ავღანეთში კოალიციის ძალები აცხადებენ, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში მოკლულია ალ ყაიდასთან დაკავშირებული ოთხი მეამბოხე.

მერიკელი სამხედორები აცხადებენ, რომ ოპერაცია პაკისტანთან მოსაზღვრე ზურმატის რაიონში მოთარეშეების წინააღმდეგ იყო მიმართული. სამხედროების განცხადებაში ნათქვამია, რომ რეიდისას მიზანში ამოიღეს ის მოთარეშეები, რომლებსაც თალიბების დახმარებით, უცხოეთიდან მებრძოლები შეჰყავდათ ავღანეთში.

გუშინ 11 ადამიანი და ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 74 კი დაშავდა როცა ავღანეთის აღმოსავლეთში მანქანა აფეთქდა. ინციდენტზე პასუხისმგელბლობა თალიბებმა იკისრეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ნანგარჰარის პროვინციის ცხოველების ბაზრის ტერიტორიაზე კამიკაძე ტერიროსტმა მანქანა შეაჯახა ამერიკელების სამხედრო ავტოკოლონას.

XS
SM
MD
LG