ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისატნში აშშ-ს უპილოტო საფრენი აპარატიდან  განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა


პაკისატნის ოფიციალური პირების განცხადებით აშშ-ს უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

შეტევა პაკისტანის ჩრდილო დასავლეთით სოფელ ვაზირისტანში მოხდა.პაკისტან ავღანეტის საზღვარი არასტაბილურ რეგიონია სადაც ალყაიდას წევრები და თალიბი მეამბოხეები მოქმედებენ. პაკისტანის მთავრობა აცხადებს, რომ შტევისას უპილოტო მფრინავმა აპარატმა ორი რაკეტა გაისროლა, რომლის დროსაც უცხოელი მეამბოხეებიც დაიღუპნენ. აშშ-ი შეტევებს ახორციელებს პაკისტანის ტომებით დასახლებულ რეგიონებზე , საიდანაც მეამბოხეები დარტყმებს ახორციელებენ, როგორ პაკისტანი ისე ავღანეთის ტერიტორიებზე. ისლამაბადი პროტესტს გამოთქვამს აშშ-ის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე, და აცხადებს, რომ ასეთი ქმედებები პაკისტანის მთავრობის დისკრედიტაციას ახდენს. მომავალ კვირას პაკისტანის სამხედრომეთაური შეხვდება ნატოს ოფიციალურ პირს ბრუსელში.

XS
SM
MD
LG