ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას გუნდი სახელმწიფო მდივნის პოსტზე  სენატორ  ჰილარი კლინტონის კანდიდატურას  განიხილავს


აშშ-ის მედია სააგენტოების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ობამას გუნდი სახელმწიფო მდივნის პოსტზე სხვა კანდიდატებთან ერთად სენატორ ჰილარი კლინტონის კანდიდატურასაც განიხილავს.

მითქმა -მოთქმა ყოფილი პირველი ლედის დანიშვნის შესახებ ჯერ კიდევ წინა კვირას დაიწყო. ხუთშაბთს ზოგიერთი კორესპონდენტი ანონიმურ საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით უკვე ამტკიცებდა, რომ ინფორმაციამ ობამას გუნდიდან გამოჟონა. ჰილარი კლინტონის სპიკერის განცხადებით ობამას კაბინეტის დანიშვნის თაობაზე ყველა საკითხს ახლადარჩეული პრეზიდენტის გუნდი წყვეტს. ნიუ იორკში პრესის წარმომადგენლებთან ინტერვიუში ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ იგი ბედნიერია სენატში მოღვაწეობით, მაგრან აქვე დასძინა, რომ მას სურს იყოს ახალი პრეზიდენტის კარგი პარტნიორი .

XS
SM
MD
LG